მიმდინარე მოვლენების ანალიზი.

ამ სტატიაში შევეცდები ჩემი მოკრძალებული აზრის სახით* გადმოვცე საქართველოში შექმნილი სიტუაციის მიზეზი და მდგომარეობიდან გამოსავალი, რომელიც, მე პირადად მჯერა რომ მხოლოდ თეორიულად არსებობს ანუ როგორც მრავალი თქვენგანი, მეც დარწმუნებული ვარ “ანალში” მივექანებით ან პრაქტიკულად იქ ვართ.
კერძოდ საქმე ეხება ე.წ. რეფორმატორ-ლიბერალური და ტრადიციულ-მართლმადიდებლური მხარეების დაპირისპირებას.
ხო, ვიცი, ვიცი. დავღეჭეთ ეს თემა უკვე, მაგრამ მეც მინდა დავფიქსირდე.
დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო რომ თავს არ მივაკუთვნებ არც ერთ მხარეს, არ ვამართლებ არავის და არც არავინ მძულს(ვის რაში აინტერესებს ჩემი შეხედულებები, მაგრამ თუ წაკითხვას აპირებ გაითვალისწინე.) მიუხედავად მრავალი საბაბისა. წარმოვადგენ ნეიტრალური საქართველოს მოქალაქის მოკრძალებულ აზრს ორთავე მხარის თაობაზე.
მაშ დავიწყოთ იმით რომ პირადად მე არ ვამტყუნებ არც ერთს ორი აღნიშნული ცხოვრების წესიდან და მიმაჩნია რომ კარგი შეთავსების პირობებში ლიბერალობა არ გამორიცხავს მართლმადიდებლობას და პირიქით.
მიმაჩნია რომ დღეს ის ადამიანები არ ლაპარაკობენ ამ მხარეების სახელით რომლებმაც კარგად გაიაზრეს თუ რას ნიშნავს იყო ლიბერალი ან იყო მართლმადიდებელი. ისევ ჩემი მოკრძალებული აზრით მიმაჩნია რომ ვინც ეს ცნებები გიაზრა სახალხოდ არც ლიბერალობას იბრალებს, არც აქციებზე დაეხეტება, არც ეკლესიურობით იწონებს თავს და აგრესიასაც არ გამოხატავს განსხვავებული აზრის მიმართ. ზოგადად არასერიოზულია ასეთი ხვანცალი და საკუთარი აზრის არქონაზე, აჟიტირებულობაზე მიუთითებს.
განსაკუთრებით მინდა დავაფიქსირო რომ მართლმადიდებლობას არანაირად არ ვთვლი ჩამორჩენილ მიმდინარეობად მიუხედავად იმისა რომ შეიცავს არაადექვატურობის უზარმაზარ ულუფას, ორაზროვან მოწოდებებსა და დებულებებს, რომლებსაც მრავალი, დამყოლი ხასიათის მქონე პიროვნება შეცდომაში შეყავდა საუკუნების განმავლობაში. შედეგად კი მთელი რიგი ჭინკებსა და დემონებზე ნადირობები მივიღეთ უახლესი მოვლენების ჩათვლით.
გარდა ამ პრობლემისა, შემორჩენილი და დამკვიდრებულია მრავალი მოძველებული და არასაჭირო დოგმა რომლებსაც მხოლოდ იმიტომ არ ცვლიან რომ ასე იყო ადრე, ეს ტრადიციაა და ასე შემდეგ. რასაც მე არ ვეთანხმები(ისევ და ისევ ვის აინტერესებს რას ვეთანხმები და რას არა.) და არ მიმაჩნია დრომოჭმული შეხედულებების შენარჩუნების მიზეზი წინაპრების პატივისცემა, რადგან რეალური პატივისცემა იმით გამოიხატება რომ განვითარება გავაგრძელოთ,ისევე როგორც მათ წაწიეს წინ ერის კულტურა და სულიერება თავის დროზე.
ერთერთი ძირითადი მიზეზია თავად წმინდა წიგნის ორაზროვნება, რაც ალბათ გამოწვეულია ამ წიგნის სიძველით.
წმინდა წიგნი როგორც მოგეხსენებათ ყოველ საკუთარი თავის პატივისმცემელ, მართლმადიდებლურ ოჯახში დევს. მიუხედავად ამისა მე ბევრს არ ვიცნობ ვისაც ერთი თავი მაინც აქვს ამ წიგნში წაკითხული. ეს მოვლენა იმით აიხსნება რომ კანონიკური ბიბლია დაწერილია საეკლესიო (სასულიერო ქართულ ენაზე) და ძირითადად ასევე იკითხება. ეს მდგომარეობა გარკვეულწილად გავს ლუთერის დროინდელ პრობლემებს, როდესაც ხალხს აძალებდნენ ერწმუნათ, მაგრამ არავინ იყო ჩახედული ქრისტიანობაში ლიტერატურული ვაკუუმის გამო და შესაბამისად არც არავინ იცოდა რა სწამდა. რაც მოჰყვა ამ ყველაფერს ისტორიამ იცის. ასეთი რამ საქართველოს არ მგონია წაადგეს. ვიცი რომ არსებობს ადაპტირებული თარგმანიც, მაგრამ ეს გამოცემა არცთუ პოპულარულია და როგორც არ უნდა იყოს, მოცემული ტექსტი გაუგებარი და უცხოა ისევ მათი სიძველის გამო.
მაშ შევთანხმდეთ რომ ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანს საკუთარ რწმენასა და ცხოვრების გზაზე ძირითადი აზრი უყალიბდება ეკლესიის გავლენით, რადგან ეკლესია ახდენს წმინდა წიგნის ადაპტირებულ ტრაქტირებას.
იმ მარტივი მიზეზით, რომ მე არ შემიძლია სათითოად განვიხილო თითოეული ადამიანის კონკრეტული შემთხვევა (*დარწმუნებული ვარ ყოველი მორწმუნის /ადამიანის ისტორია უნიკალური და საინტერესოა) ჩამოვაყალიბებ უმრავლესობის სურათს და პირობითად ვუწოდებ 95%-ს რომელიც სიმბოლურად წარმოადგენს მართლმადიდებელი ქრისტიანების ნაწილს. ნაწილი რომელიც იცავს დოგმებს, დადის ეკლესიაში, ეკლესიის წინ სამჯერ პირჯვარს იწერს, დღეს ლოცვით იწყებს და ასევე ამთავრებს, საკუთარ ოჯახის წევრებზე არ აქვს ერექცია, ჰყავს მოძღვარი და ასე შემდეგ. მოკლედ ეკლესიური და ტრადიცულია. ამავე დროს ამ კოლექტიურ ერთეულს აბსოლუტურად არაფერი არ ესმის იმისა თუ რის სწამს, რა სარგებლობა მოაქვს მისთვის რელიგიას ან რა შეუძლია თავად შემატოს მას. ამის მიზეზია თავად მორწმუნის პასიური როლი ღვთისმსახურებაში, რომელიც წლების განმავლობაში მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მანკიერად იქნა დამკვიდრებული. ფაქტობრივად ხდება ადამიანის მენტალური კასტრირება, რასაც ორიოდ სტრიქონის შემდგომ განვიხილავ.
მაშ წარმოვადგენ მართლმადიდებლური ეკლესიის მცირე და გამარტივებულ ისტორიულ ექსკურსს სიტუაციაში უკეთ წვდომისათვის.
იმით დავიწყოთ რომ მართლმადიდებლობა წარმოიქმნა ჩვენი წელთაღრიცხვით 1056 წელს (მეოთხე საუკუნეშივე მართლმადიდებლები არ ვყოფილვართ. არ იცოდი ხო?) როდესაც კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა და რომის პაპის წარმომადგენლებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ერთმანეთი დაწყევლეს. მას მერე ასე გაბუტულები არიან და ვერ შერიგებულან ერთი უფლის მსახურნი. ამ განხეთქილებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მხარის ეკლესიების წარმომადგენლებს გაუჩნდათ საჭიროება მოეხდინათ საკუთარი შეხედულებების დიფერენცირება სხვებისგან რამაც წარმოქმნა ალტერნატიული სახელების აუცილებლობა. დასავლეთ ნაწილს ეწოდა კათოლიკური (სრულად მსოფლიოს), რომელიც შემდგომ კიდევ უამრავ ქვერაღაცად დაიყო(რაც არ გაინტერესებს), აღმოსავლეთ ქრისტიანებმა კი ორთოდოქსები(ბერძნულიდან მართლმადიდებელი) უწოდეს საკუთარ კონფესიას. (რადგან ბერძნულმა მხარემ არ მიიღო რომის პაპის რამოდენიმე ტრაქტატი, რომლებიც ჩათვალეს რომ წმინდა წიგნს ეწინააღმდეგებოდა ან უბრალოდ ტრადიციებს არღვევდა. ანუ დარჩნენ თავის აზრით ჭეშმარიტ, უკეთეს აზრზე.). ამით გადარჩევის პროცესი არ შეწყვეტილა და თავად მართლმადიდებლებს შორის მოხდა განხეთქილება მეჩვიდმეტე საუკუნეში. დიდი ეკლესია ვერ შეთანხმდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის პირჯვარის გამოსახვისას გამოყენებული აქტიური თითების რაოდენობა. ორ მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენდა:1. სამთითიანთა ფრთა(უმრავლესობა) და 2.ორთითიანთა ფრთა (უმცირესობა). როგორც უკვე მიხვდით მაშინაც კლასიკური სცენარი გათამაშდა და უმრავლესობამ ანუ სამთითიანთა ფრთამ დაჯაბნა ორთითიანთა მხარე და ახლა ჩვენ პირჯვარს სწორედ გამარჯვებულთა წესით გამოვსახავთ. ორთითიანები კი ქრისტეს სახელით გაჟლიტეს და გადაასახლეს იქ სადაც ძალიან ძალიან სევდიანი ადამიანები ცხოვრობენ*.
ახლა განვიხილოთ მართლმადიდებლობის ძირითადი დოგმები, ანუ ცნებები რომლებზეც დგას ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია( ეკლესია და არა რწმენა, რწმენა არ არის ეკლესია, ეს უნდა გავიაზროთ)
მართლმადიდებლური ეკლესიის აზრით, რომელსაც აქტიური პროპაგანდა ეწევა მრევლში ეკლესია განუყოფელია უფლისაგან, მისი ძისაგან, წმინდა სულისა და ზოგადად რწმენისაგანაც. ოღონდ თავად ეკლესია კი არ არის ამ ყველაფერს მოჭიდებული, ეს ყველაფერია დამოკიდებული ეკლესიაზე, ანუ ეკლესია არ არის საჭიროება რომელიც რწმენამ გამოიწვია, არამედ რწმენაა ეკლესიის გამოწვეული. ახლა აგიხსნით თუ რა მიზეზი მაქვს ვიფიქრო ასე.
პირველ რიგში მართლმადიდებლური ეკლესიის აზრით ადამიანმა უცოდველად რომც იცხოვროს ის ვერ ცხონდება თუ არ იცავს მართლმადიდებლურ ეკლესიურ დოგმებს(თითების რაოდენობის ჩათვლით XD), არ დადის ეკლესიაში, არ აბარებს აღსარებას, არ მარხულობს და ასე შემდეგ. ანუ ეკლესიამ მოუსპო ადამიანს ის შენდობის უფლება რომელიც უფალმა (უმაღლესმა ინსტანციამ) მიანიჭა მას? უცნაურია დამეთანხმებით.
გარდა ამისა მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხონდება ყველა მორწმუნეს შორის, მიუხედავად იმისა რომ მრავალი კანონიკური (ვიმეორებ კანონიკური) ავტორი თვლიდა რომ თუ ადამიანი იცავს უფლის კანონებს ის ყოველ შემთხვევაში ცხონდება. როგორც ჩანს ეს აზრები უბრალოდ იგნორირებულია ან მიჩნეულია არაკანონიკურად მათი ოფიციალური განკვეთის გარეშე.
უხსოვარი დროიდან, ანუ დაახლოებით 1000 წელია მართლმადიდებლური ეკლესია აცხადებს მონოპოლიას უფლის სიტყვის გავრცელებაზე რაც დასაბუთებულია მარტივი სისტემით. მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა რომლებიც არის ქრისტიანობის საფუძველი, აუცილებლად  უნდა დაუკავშირდეს ადამიანს ეკლესიის გავლით და აი როგორ აიხსნება ეს აუცილებლობა. თავად უფალი ვერ გაესაუბრება ადამიანს, რადგან ცნობილია რომ მისი სიტყვის გაგონებისათვის არ არის აღჭურვილი ადამიანის სასმენელნი და მის დასანახად თვალი ვერ ჭვრეტს. ძე ღმერთი კი როგორც მოგვეხსენება ოხერმა ებრაელებმა აწამეს და ჯვარს აცვეს. ანუ რჩება სული წმინდა, რომელთანაც მართლმადიდებლური ეკლესია საკუთარ თავს აიგივებს, ანუ შენ რომ მოგინდეს მიიღო ცხოვრებისეული გამოცდილება საკუთარი მშობლის, მეგობრებისა და გარემოსგან ნურას უკაცრავად, ეკლესიას დაეკითხე. შენ თუ გინდა საკუთარი სიტყვებით ეკონტაქტო უფალს, ისევ არაფერი გამოვა. უნდა ეკონტაქტო მას მხოლოდ კანონიკური ლოცვების გზით, უფალს ხომ ასე სიამოვნებს დაზეპირებული ტექსტების მოსმენა,  მან ხომ ადამიანი თავისუფალი სწორედ ამ მიზნით შექმნა. დაზეპირების თავისუფლება უდიდესია მართლმადიდებლობის წიაღში.
ოო ჩემზე ჭკვიანო და ჩემო მკითხველ-კრიტიკოსო. ნუთუ მეტი არაფერი შეგვიძლია ადამიანებს? არ გვაქვს უფლება შემქმნელს საკუთარი სიტყვით მივმართოთ? დაფიქრდით…
იმედი მაქვს ჩემი შეზღუდული აზრებით შევძელი ეკლესიის პოზიციის რაციონალიზება და გავხადე ყველასათვის უკეთ აღსაქმელი. (ჰო ვიცი ისედაც გესმის ყველაფერი . მაგრამ მეც ვთქვი, ისე სხვათაშორის.)
თავად წმინდა წიგნს საფუძველში უდევს ადამიანების თანასწორობა (ჰოპა, მივედით დემოკრატიასთან, ლიბერალიზმთან და ასე შემდეგ.). თავისუფლება და ურთიერთპატივისცემა. ისევ ბოროტი ადამიანები, რომელთა სახითაც ძირითადად იგივე კანონიკური ავტორები გვევლინებიან და ეწინააღმდეგებიან ამ დებულებებს. ერთერთი მათგანის აზრით ის ვინც სქესობრივად არასრულყოფილია(დაზიანებული აქვს სასქესო ორგანო.) ვერ იქნება მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილი, მიუხედავად იმისა რომ ადამიანია. არის სხვა მრავალი შეუსაბამობაც, თუ დაინტერესდებით ჩაეძიეთ.
მოკლედ რომ ვთქვათ ეკლესიურ კანონებში ხშირად შევხვდებით სიტყვებზე ხტუნაობასა და პლასტინკების ტრიალს. (გასაგებად რომ გამოვხატოთ). რაც ლოგიკურად შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთმნიშვნელოვნად იმის დასტურად რომ ყველაფერი ის რასაც გვეუბნება ეკლესია უფლისგან არ მოდის რადგან უფალი 100%-ით “თრუა” და ორაზროვან დებულებებს არ გვთავაზობს .
ასევე შეიძლება ითქვას რომ უფალი ვერ იქნება წიგნში, კედლებში, გულაშვილში, შენს მოძღვარში ეკლესიის კედლებში, ნაკურთხ წყალში ან ნაცემი ლიბერალის სისხლში,  რადგან ის ყველასთვის ერთი არ არის. ანუ კონკრეტულმა ადამიანმა ეკლესიის შემწეობითა თუ მის გარეშე უნდა მიიღოს მონაწილეობა საკუთარი არსის ძიებაში და საკუთარივე სიტყვებით ეკონტაქტოს, პატივი სცეს და მოესიყვარულოს საკუთარ უფალს.
ჰოდა შენ არაადექვატურო მმკ-ელო ნუ გაჰკივიხარ ვიღაცის ლოზუნგებს. გეყოფა რა. წაიღე უკვე ტვინი, რატომ გგონია რომ სხვაზე მართალი ხარ? ვინ მოგანიჭა ამის უფლება? რომელ რელიგიას ემსახურები? შენნაირი მასა მხოლოდ შიშით იმართება, რადგან რთულია თითოეულ ადამიანთან ინდივიდუალური მიდგომის შემუშავება. უფალს კი როგორც მოგეხსენებათ თავისუფალი ადამიანები უყვარს, რადგან თავად თავისუფლებაა. ბლაბლაბლა ტრალალა, ჩავრთოთ საკუთარი თავები. ეს ხომ ისეთი სასიამოვნოა. კიდევ დავფანტავდი უკიდეგანოდ ბანალურ “სიბრძნეებს” მაგრამ რა აზრი აქვს.

ორიოდ სიტყვით შევეხები უბერდაქნეულ-ლიბერალებსაც, რომლებიც იმდენადვე არაადექვატურები არიან ჩემი აზრით როგორიც გულაშვილის ნებისმიერი მიმდევარია(თავად გულაშვილს არ ვთვლი არაადექვატურად, რადგან ეს პიროვნება კარგად ხვდება რას რა მიზნით აკეთებს. ჩემი აზრით ეს ადამიანი კარგად მოაზროვნე ბოროქტმოქმედია. პატივსაცემიც მის მიმდევრებთან შედარებით).
შე კაი ლიბერალო, ხომ გაქვს პრეტენზია იყო არა მხოლოდ ჰომო-საპიენსი არამედ ჰომო-მორალისი, ხომ ხარ ასეთი ნაზი ფაქტურის, განათლებული ნორმალურად აღზრდილი და ფუმფულა? იყავი რა საკუთარ გარემოში. იცხოვრე ამ შენი აზრებით და პასიური პროგრესი შემოიტანე საზოგადოებაში. რა უბედურებაა ეს ინცესტისა და ჰომოსექსუალიზმის ატაცება. გასაგებია რომ არავის აქვს უფლება აუკრძალოს კაცს კანონიერი ქმედებები, მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ თუ ვის რამდენად უნდა ამ ყველაფრის გაგონება? იყვნენ ეს გეები თავისთვის, რა საჭიროა პარადები და აფიშირება?
მე რომ ყბა სახის ქირურგი ვიქნები (დიდებული საქმეა, თანაც ბუნებრივი) ვირბინო სადმე ხალათში, სისხლიანი ხელებით თანამშრომლებთან ერთად და ხალხს ფერებში მოხატულმა ავუხსნა რას ვაკეთებ? არ გავაკეთებ ამას. იმიტომ რომ ეს ყველასთვის სასიამოვნო მოსასმენი ან მისაღები არ არის.
მოკლედ საკუთარ საქმეს მივხედოთ და არავინ შეგვეხება. აი მე ჰომოფობი არ ვარ მაგრამ როგორც ექიმს არ მიმაჩნია ბუნებრივად და ლამაზად ეს ამბები და არც მინდა ამაზე ფიქრი. მზარავს მაგ პროცესის წარმოდგენა და “შემეკითხე” თუ გინდა. ისე კი როგორც უნდათ იცხოვრონ, არ არის ეგ ჩემი საქმე, მაგრამ მეც დამიტოვე უფლება ვიყო ბუნებრივი და ბუნებრივად კარგი ხასიათი, სუფთა აზრები შევინარჩუნო.

მივედით დასკვნასთან. ადამიანებო, ვიყოთ ტოლერანტულები, ოღონდ გააზრებულად. ვიყოთ მორწმუნენი, ოღონდ არა ფანატიურად, ვიყოთ ლიბერალები ოღონდ ორმხრივად. არ გვინდა ეს არაადექვატურობა. იმათ კი ვისაც უკვე აღარ ეშველებათ მკაცრი იგნორი. დაე გალახონ ერთმანეთი. ვეძიოთ ის საკუთარი არსი რაც დარწმუნებული ვარ ყველას ცხვირწინ აქვს. არ გვინდა ამ ავტორიტეტების ძიება. პატრიარქის გამოსვლების მოთხოვნა, თუთბერიძის ლოცვა კურთხევის მიღება და ასე შემდეგ. არ ვამბობ რომ არ უნდა გავითვალისწინოთ განათლებული და გამოცდილი ადამიანების აზრი მაგრამ გადავხარშოთ რა. რადგან ის ვიღაც არის ის რაღაც დიდი არ ნიშნავს რომ მისი აზრი 100% სიმართლეა და დაუღეჭავად უნდა შეხრამუნდეს.
დავწყნარდეთ. შევინარჩუნოთ სტრატეგიული სიმშვიდე და სიკეთე. (სტრატეგიული სიკეთე : D)

P.S.
ყველა ის ვინც გეუბნება რომ მხოლოდ მან იცის როგორ მოიქცე შენ სწორად. გიზღუდავს თავისუფალ აზროვნებას, გაწვდის დირექტივებს, ლოზუნგებს. გართმევს აზრის გამოხატვის შესაძლებლობას და გარწმუნებს რომ არ ხარ სრულფასოვანი ადამიანი, რომელიც დაჯილდოვებულია საკუთარი ტვინის ქერქით. (საკუთარი ქერქი!! ეს რაღაც ინტელ Core i7 ან Core 2 Quad არ არის. ეს უკიდეგანო ძალის მქონე პროცესორია: ) ). არის შენი დაუძინებელი მტერი. ამ მტერს ადამიანში პიროვნების გაღვიძების ჩასვრამდე ეშინია. ყველას აქვს უნარი და უფლება შეიმუშავოს და გამოხატოს საკუთარი აზრი.
შესაბამისად ექიმის რეკომენდაციაა დავუჯეროთ საკუთარ ტვინს, რომელიც არ ემსახურება სხვის თვალებს, ყურებსა და ხელებს. საკუთარ ტვინს ყველაზე სანდო ინფორმაცია აქვს საკუთარი ორგანოებისგან. ნებისმიერი ინტელექტის კოეფიცინტით, გარდა დემენციის შემთხვევებისა შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ნორმალური პიროვნება. ეს უკვე დავაფიქსირე ერთგან და გავმეორდები აქაც.

This entry was posted in პუბლიცისტიკა, Philosophy. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s